გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
76 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს ამბროლაურში დაიბადა. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიის“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი…