იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
იაპონიაში კვირას გამთენიისას 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით Kyodo News წერს, რომ დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. აიტის პრეფექტურაში ეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ხელისუფლების განცხადებით, პრეფექტურის ზოგ რაიონში წყალმომარაგების შეფერხება დაფიქსირდა. იაპონიის ტელევიზიის კადრებში ჩანდა მაღაზიების ჩამსხვრეული ვიტრინები და ქუჩებში მიმოფანტული მინის ნამსხვრევები. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ…