ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, კორპუსში აფეთქება მოხდა
დღეს, 21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული, რომელსაც სხეულის დამწვრობა აღენიშნება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, კურპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ უსაფრთხოების ზოგადი წესების ჩამონათვალს, რომელიც გაზის…