ლევან ხაბეიშვილის ცემაში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გუშინ, 13 ნოემბერს გამოაცხადეს. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა. მას სასამართლოდან დაურეკეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა. ეს სასამართლო განხილვები დახურული იყო. საქმეს გრიფით საიდუმლო ედო. „ამ…